“დედამიწას პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე მფარველობენ”- 7 წლის ტატას საოცარი ნახატი 

7 წლის ბათუმელმა ტატა სანთელაძემ, რომელიც დედასთან ერთად დუბაიში ცხოვრობს, ქართველი ექიმები – თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, დახატა.

როგორც ტატას დედამ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას ტატა მტკივნეულად აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის თანდასწრებით მსგავს თემებზე და პრობლემებზე არ საუბრობენ, მოზარდის ყურადღებას მსოფლიოში არსებული პანდემია მაინც იპყრობს.

“ხშირად მეკითხება რა ხდება საქართველოში, ახლა რა მდგომარეობაა. ძალიან უყვარს მისი სამშობლო და გულშემატკივრობს მედიკოსებს. როდესაც მოვუყევი იმ გმირობებზე, რასაც ეს სამეული, თავიანთ გუნდთან ერთად, სჩადის, მას შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით ინტერვიუებს უსმენს და თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. ერთ დღესაც, დედამიწა დახატა, რომელსაც პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე მფარველობენ“,-გვიყვება ტატას დედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები