გარდაბანში მომსახურების ცენტრები ფერმერებს შეზღუდვების გარეშე მოემსახურება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრები დღეიდან ფერმერებს შეზღუდვების გარეშე მოემსახურება.
აგრომიმართულებით მომუშავე სავაჭრო ობიექტების მუშაობის პროცესსა და ადგილზე პროდუქციის მარაგების არსებობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი პირადად გაეცნო.
ფერმერებს, რომლებსაც საგაზაფხულო სამუშაოების მიზნით, სასურველი აგროქიმიური საშუალებებისა და ხელსაწყოების შეძენა სურთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფლება ეძლევათ, დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან, 19:00 საათამდე გადაადგილდნენ საკუთარი ფართობების მიმართულებით მიწათმოქმედების მიზნით. ასევე, ამ პერიოდში მათ საშუალება ექნებათ, ფერმერთა მომსახურების ცენტრებით ისარგებლონ.