სანდრო უსტიაშვილი: 8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან, ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვა ლიდერებთან ერთად, შევქმენით ახალი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება”
“ქართულ ოცნებას” საძირკველი ჩავუყარეთ სულით მეომარმა ადამიანებმა. შემთხვევითი არაა, რომ დღესაც “ოცნების” ჯარისკაცებს ვუწოდებთ საკუთარ თავს”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, სანდრო უსტიაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
უსტიაშვილი “ქართულ ოცნებას” 8 წლის იუბილეს ულოცავს.
“არ შემეძლო, ამ თემაზე ორიოდე სიტყვა მაინც არ დამეწერა:
8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან, ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა, ქვეყნის ერთგულმა შვილებმა შევქმენით ახალი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება”.
ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად ვიხსენებ იმ უმძიმეს, მაგრამ იმედით აღსავსე დღეებს…
იმდენად დიდი იყო სახელისუფლებო ტერორი, რომ არათუ ახალი ძალის მუშაობაში ჩართულობა, არამედ მისი სიტყვიერი მხარდაჭერაც კი რეალურად ტყვიაზე წასვლის ტოლფასი იყო!!!
არ ვიცოდით, რა გველოდა, რა გვემუქრებოდა, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ვხვდებოდით და ვამხნევებდით ერთმანეთს, შიში ერთი წამითაც არ გვიგვრძვნია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ “ქართულ ოცნებას” საძირკველი ჩავუყარეთ სულით მეომარმა ადამიანებმა. შემთხვევითი არაა, რომ დღესაც “ოცნების” ჯარისკაცებს ვუწოდებთ საკუთარ თავს!
ჩვენო თანამებრძოლებო მთელი საქართველოს მასშტაბით, მინდა, დიდი სიყვარულითა და პატივიცემით მოგესალმოთ. მოგილოცავთ 8 წლის იუბილეს. მე ღრმად მწამს, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, იმ გამარჯვებათა მნიშვნელობა არ გადაფასდება. ასევე მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ უფლის მფარველობა!
ერთად ვილოცოთ, ერთად ვიშრომოთ და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – წერს სანდრო უსტიაშვილი.