დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმიგრაცია შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში იმიგრაციის 60 დღით შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ამერიკელებისთვის სამედიცინო რესურსების შენახვას უკავშირდება.
“პირველ ყოვლისა, გვინდა, ჩვენს მოქალაქეებზე ვიზრუნოთ – და ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის ლიდერმა ადრე განმარტა, შეზღუდვა შეეხება, პირველ ყოვლისა, იმათ, ვინც ქვეყანაში გრინ-ქარდის დახმარებით ცდილობს მოხვედრას.
განკარგულება ძალაში 24 აპრილს შევა.
გამონაკლისი გაკეთდება სამედიცინო და სხვა იმ სფეროების მუშაკებისთვის, რომელთა დახმარება ეპიდემიასთან ბრძოლაში იქნება სასარგებლო, ასევე, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ნათესავებისთვის.