კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა

კახეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად,  27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

„27 აპრილამდე, დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)

სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს: 574 17 96 23; 597 92 60 16″,-ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 1 კვირით გახანგრძლივდა და 27 აპრილამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები