ზელენსკი სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის პოტენციალი აქვს.
ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი რადასთვის იდეების გაზიარება შესთავაზა.
ამის შესახებ ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინის განვითარების ხედვებს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილია და რეფორმების წარმატებით დანერგვის გამოცდილება აჩვენა.
პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბატონ სააკაშვილს უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერი პოტენციალი აქვს და მას შესთავაზა, საკუთარი ხედვები გააცნოს მთვრობას და უკრაინის პარლამენტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.