ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენ პირბადეებთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და, ალბათ, სახელმწიფოც, გარკვეულწილად, ამას დაგვავალდებულებს
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჩვენ პირბადეებთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და სახელმწიფოც, გარკვეულწილად, ამას დაგვავალდებულებს.
“ჩვენი ქვეყნისა და მსგავსი ტიპის ქვეყნებისთვის დღეში ვირუსის ორი-სამი შემთხვევა არ არის ის შემთხვევა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვეს, ამიტომ შესაძლებელია, სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მოსახლეობა გაუშვას.
მთავარი, რასაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ინფექციამ უნარები და ჩვევები უნდა შეგვიცვალოს, ვიდრე ვაქცინა არ გვექნება. მოწყვლადი ჯგუფები ამ ინფექციის დროს გადავმალოთ, სანამ ვაქცინა ან ეფექტიანი წამალი არ იქნება.
ვფიქრობ, მაისის დასაწყისიდან უნდა მოხდეს ეტაპობრივი გაშვება, თუნდაც, მცირე მოცულობის მაღაზიების, სილამაზის სალონებისა და ამ ტიპის დაწესებულებების გახსნა. ამის შემდგომ, თანდათანობით, ქვეყნა უნდა ამუშავდეს.
სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგებით, ჯერჯერობით, ისეთი პირი უჩანს, რომ რაღაც ეტაპზე ხელის ჩამორთმევის, ხვევნა-კოცნის დავიწყება მოგვიწევს. ჩვენ პირბადეებთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და, ალბათ, სახელმწიფოც, გარკვეულწილად, ამას დაგვავალდებულებს ცხოვრებისა და ეკონომიკის დაწყებასთან ერთად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.