სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,736 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,9 პროცენტია. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მოცულობის 112.2 პროცენტია. მოგების გადასახადი – 129,3 პროცენტი, დამატებული ღირებულების გადასახადი – 108 პროცენტი, ბიუჯეტში საპროგნოზო მოცულობაზე ნაკლები თანხა შევიდა აქციზის გადასახადიდან, გეგმის 95 პროცენტი.

რაც შეეხება გადასახდელებს – 2020 წლის პირველი კვარტლის გეგმით, გადასახდელები 3,698 მილიარდი ლარით განისაზღვრა (მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები – 3 433 579.3 ათასი ლარი, კრედიტები და გრანტები 265 122.7 ათასი ლარი), გადახდამ კი 3, 462 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 93.6 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები