“საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 94 პაციენტიდან 8 რეანიმაციაშია მოთავსებული, 47 პირს კი ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნება”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 94 პაციენტი მკურნალობს.

ტურძელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“გუშინ შემოვიდა სამი პაციენტი, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – ორის საშუალო სიმძიმისაა, ერთი 11 წლის მოზარდია, თავს კარგად გრძნობს, დამაკმაყოფილებელია, ერთის მდგომარეობა მსუბუქია. მათი კლასტერის შესახებ ვერ გეტყვით, სად დაავადდნენ, ამას იძიებენ.

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 94 პაციენტი გვყავს. სულ 113 პაციენტია კლინიკაში მოთავსებული. 94 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია მოთავსებული, 7 აპარატზეა, ერთი სიმპაბ რეჟიმზე გვყავს, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა და ვცდილობთ, რომ აპარატზე არ გადავიყვანოთ. 94-დან 47 პაციენტს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მკურნალობენ, 12-ის მდგომარეობა შედარებით საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მსუბუქია. ​კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, ამიტომ ჩემი თხოვნაა – “დარჩით სახლში”, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები