ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„რატომ ვამბობ, რომ თქვენ ხართ პოპულიზმით დაკავებულები – უპასუხისმგებლოდ უდგებით საქმეს და ხალხს ეუბნებით: მთავრობამ დაგირიგოთ ფული, მთავრობამ გაგიუქმოთ გადასახადები. ძალიან მარტივია ამის თქმა და ყველა მოქალაქეს ძალიან კარგად მოხვდება ყურში, რომ მთავრობამ ფული დაურიგოს და გადასახადები გააუქმოს. ამას ამბობთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს, რადგან იცით, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და ამ ხელისუფლებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემიაც, ამ კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს, პოსტეპიდემიური სიტუაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს.  როცა ამ რთულ ვითარებაში რაღაც ულტიმატუმით საუბრობთ და ამბობთ, რომ ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება, ხალხი მივუშვათ და პანდემია გავრცელდეს, კიდევ უფრო მძიმე მდგომრეობაში ჩავარდეს ქვეყანა, ეს არის სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს, ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ, თქვენი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის და მეტი არაფერი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები