ეკონომიკური ზრდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – როგორია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი
აზიის განვითარების ბანკის აპრილის პროგნოზის თანახმად, სომხეთის ეკონომიკა წელს 2.2 %-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის – 0,5 %-ით, ხოლო საქართველოს ეკონომიკა – 0% -ით.
სომხური მედიის ცნობით, განსხვავებული პროგნოზი აქვს მსოფლიო ბანკს. ამ ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით, 2020 წელს სომხეთს ექნება 1,7% ეკონომიკური ზრდა, საქართველოს – 0,1%, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკა -0,2% -ით დაეცემა.
კიდევ უფრო არასახარბიელოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. სომხეთში ეკონომიკა 1.5 %-ით შემცირდება,ბაზერბაიჯანში – 2.2 %-ით, ხოლო საქართველოში – 4 %-ით.