მარნეულიდან გაგზავნილი 4 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია
მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” ლუგარის ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
“მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კვლავ 4 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.
ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით, ჯამურად, 75 ადამიანია დაინფიცირებული.