მედია: კიმ ჩენ ინის შემცვლელად მის უმცროს დას ამზადებენ

ჩრდილოეთ კორეაში 2019 წლიდან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შემცვლელად მის უფროს დას – კიმ იო ჩჟონს ამზადებენ, – წერს იაპონური გაზეთი “იომიური” სამხრეთ კორეასა და აშშ-ში წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის მტკიცებით, 2019 წელს ჩრდილოეთ კორეის შრომითი პარტიის პლენუმზე თითქოს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კიმ ჩენ ინის უეცარი სიკვდილის შემთხვევისთვის, ხელისუფლება მის უმცროს დას, კიმ იო ჩჟონთან გადავიდეს.

გაზეთის წყაროების მტკიცებით, ამის შემდეგ “კიმ იო ჩჟონის სახელით სამხედრო და პარტიული ხაზით უამრავი დირექტივა იქნა გაცემული”.

“იომიური”-ს ინფორმაციით, იანვარში კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ფრანგ ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა, კიმს თითქოს მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება და დიაბეტი აწუხებდა.

ამ პერიოდიდან კი კიმ იო ჩჟონის მომზადების სამუშაო დაჩქარდა და ის, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეის სახელისუფლებო იერარქიაში “ნომერ მეორე ადამიანია გახდა”.

აღნიშნულ საკითხზე მედიის ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხალხში 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამის მიზეზი გახდა კიმის მიერ გულზე გადატანილი ოპერაცია, რომლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითქოს, გაუარესდა.

თუმცა, 21 აპრილს სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ოფიციალური პირები და წყაროები, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებთან საუბარში ეჭვ ქვეშ დააყენეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

მეტიც, სამხრეთკორეულმა გამოცემამ Daily NK-მა დაწერა, რომ 36 წლის კიმი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას წარმატებით გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები