ქუთაისის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე არცერთ პაციენტს Covid19 არ დაუდასტურდა

ქუთაისში “ცხელების ცენტრში” ღამით 18 საეჭვო პაციენტის ანალიზები აიღეს და არცერთ მათგანს Covid19 არ დაუდგინდა. ამის შესახებ “ცხელების ცენტრის” მენეჯერმა, არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.
“ყველა პაციენტს, რომელიც ცხელების ცენტრს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მომართავს, კორონავირუსზე ანალიზი უკეთდება. დილიდან 17 ანალიზი უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს რიცხვი, ალბათ, გაიზრდება”, – აღნიშნა მუკბანიანმა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა თერჯოლის კლასტერიდან, კლინიკებში Covid 19-ზე მკურნალობას კი 23 პაციენტი განაგრძობს, მათგან არცერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები