“მოქალაქეთა საყურადღებოდ! ” – ჩხოროწყუს მერია განცხადებას ავრცელებს

ჩხოროწყუს მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით პრობლემების მოგვარებას.
მუნიციპალიტეტში, ასევე, ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი. სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები მოქალაქეებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან. ეხმარებიან რისკჯგუფში მყოფებს.
მუშაობს მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციის მიზნით შეიქმნა.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, ასევე, დაგვიკავშირდნენ ადგილობრივი ცხელი ხაზის ნომერზე ან მოგვწერონ ელექტრონულ მეილზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
#ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია:
ცხელი ხაზი: 599856577; 5998566 07; 599850175;
ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com
Fb: https://bit.ly/2W9iFOr
მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში!
#StopCov
#დარჩისახლში “, – ნათქვანია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები