ბოლნისში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 247 პირის ტესტის პასუხები ამ წუთებში გახდა ცნობილი. გამოკვლეული 245 ნიმუშიდან კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა, 2 ანალიზის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა, ორი კი სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. სამივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 58 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 2 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.