ირანმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა

ირანმა ორბიტაზე პირველი სამხედრო თანამგზავრი წარმატებით გაუშვა, – წერს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე დაყრდნობით საიტი Sepahnews-ი.

მისი მონაცემით, თანამგზავრი, სახელწოდებით “ნურ” 425-კილომეტრიან ორბიტაზე ორსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით “ქასედის” დახმარებით იქნა გაშვებული, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ირანმა თებერვლის დასაწყისში ორბიტაზე არასამხედრო მიზნებისთვის თანამგზავრის გაშვება სცადა, თუმცა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსგავსი მცდელობები ირანს 2019 წლის იანვარშიც ჰქონდა, როდესაც მან ორბიტაზე რამდენიმე თანამგზავრის გაშვება ვერ მოახერხა.

მაშინ ირანის ქმედება რამდენიმე ქვეყანამ დაგმო და განაცხადა, რომ ირანის ქმედება, რომელიც ამ მიზნებისთვის რაკეტის-მატარებლებს იყენებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციას არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები