კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 565 059 -ს შეადგენს, გარდაცვლილია 177 496 ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 825 041 ადამიანს აქვს დადასტურებული, ესპანეთში – 204 178; იტალიაში – 183 957; საფრანგეთში – 159 300; გერმანიაში – 148 453; ბრიტანეთში – 130 184; თურქეთში – 95 591; ირანში – 84 802; ჩინეთში – 83 864; რუსეთში – 52 763; ბრაზილიაში – 43 368; ბელგიაში – 40 956; კანადაში – 39 405; ნიდერლანდებში – 34 318; შვეიცარიაში – 28 063; პორტუგალიაში – 21 379; ინდოეთში – 20 080; პერუში – 17 837; ირლანდიაში – 16 040; შვედეთში – 15 322; ავსტრიაში -14 873; ისრაელში – 13 942; საუდის არაბეთში – 11 631; იაპონიაში – 11 512; ჩილეში – 10 832; სამხრეთ კორეა-10 694; ეკვადორში – 10 398.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით აშშ პირველ ადგილზეა, სადაც თითქმის 45 000 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, იტალიაში – 24 648; ესპანეთში – 21 282; საფრანგეთი – 20 796; ბრიტანეთში – 17 337; ბელგიაში – 5 998; ირანში – 5 297; გერმანიაში – 5 086; ჰუბეის პროვინციაში – 4 512; ნიდერლანდები – 3 916; ბრაზილიაში –2 796; თურქეთში – 2 259; შვედეთში – 1 765; შვეიცარიაში – 1 478; მექსიკაში – 857; პორტუგალია – 762; ირლანდიაში – 730;ინდოეთში – 645; ინდონეზიაში – 616; ეკვადორში – 520; რუმინეთში – 498; ავსტრიაში – 491; პერუში – 484; რუსეთში – 456.

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 686 608- მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები