ონის მერია მოსახლეობას კოვიდ19-ზე საინფორმაციო ბუკლეტებს და სტიკერებს ურიგებს

COVID-19-ის პრევენციის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში მრავალი ღონისძიება ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება ქვეყანაში და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ აქტივობებზე.
“17 აპრილს მერის წარმომადგენელი ლევან შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად, ქალაქ ონში არსებულ ყველა სასურსათო მაღაზიას ეწვია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საჩუქრად პირბადეები, საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები გადასცა, რომელიც მოიცავდა რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები