ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრცეები 619-მა მოქალაქემ დატოვა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინე სივრცეები ჯამში  619-მა მოქალაქემ დატოვა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა გუდაურში 6 საკარანტინე ზონაა მოწყობილი, სადაც 15 მარტიდან დღემდე, ჯამში 849 ადამიანი განთავსდა, ამ ეტაპზე მათგან 619-მა 14-დღიანი კარანტინი დაასრულა და მუნიციპალიტეტი დატოვა.
აღნიშნული მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და საკუთარ ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნებას ყაზბეგის მერია უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 230-მდე ადამიანი რჩება, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და ეტაპობრივად დატოვებენ მუნიციპალიტეტს.
ყაზბეგში, ისევე როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კორონავირუსული ინფექცია არ დაფიქსირებულა.
მიმდინარე პროცესებს აქტიურ მონიტორინგსა და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილის ხელმძღვანელობით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები