არჩილ ჯაფარიძე ცაგერის საავადმყოფოზე: ადგილზე საჭიროებების გაცნობამ უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აუცილებლობები დაგვანახა

ცაგერის საავადმყოფოში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და მედპერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

არჩილ ჯაფარიძე ადგილზე გაეცნო მედპერსონალის საჭიროებებსა და სამედიცინო აღჭურვილობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თუ რამდენადაა საავადმყოფო მზად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალოს.

“ადგილზე საჭიროებების გაცნობამ უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აუცილებლობები დაგვანახა, თუმცა გადაწყვეტილებებს საჭიროებიდან გამომდინარე მივიღებთ. დროულად ვიმოქმედებთ ისე, რომ ყველა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ეფექტური”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ცაგერის საავადმყოფოში მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, მისი მოადგილე – მიხეილ მეშველიანი და ცაგერის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები