არჩილ თალაკვაძე: სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაზე მუშაობას ვასრულებთ და ის საზოგადოებას ამ კვირაში წარედგინება

“მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებას, რადგან თქვენი მოთმინების, მხარდაჭერის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ ვმუშაობთ და გვაქვს გეგმა თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ელოდება სახელმწიფოს მხარდაჭერას. ასევე, გვაქვს გეგმა, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს, დარგობრივ სექტორებს, დამსაქმებლებს, რომ შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

„დიახ, მეც ვნახე ოპონენტების კომენტარები, მაგრამ ამას კინკლაობას ვერ დავარქმევ, რადგან კინკლაობას ორი მხარე სჭირდება – ჩვენ კი ახლა კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. ოპოზიციის პასუხისმგებლობას გამოხატავს შეკითხვა “რას ფიქრობთ?”, ჩვენი პასუხისმგებლობა კი ბევრად მეტია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კითხვას “რას ვგეგმავთ?” – ამიტომ, აქტიურად ვიმუშავეთ ამ გეგმებზე და მას საზოგადოებას წარვუდგენთ. ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს პანდემიის მართვას, – ვერ შეძლებდა ჯანდაცვის ორგანიზებას, ვერ მიიღებდა სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეძლო. ჩვენ მზად გვაქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაც და ამ ყველაფერს პარასკევს უკვე საზოგადოება ნახავს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი გეგმა არც ეკონომიკის, არც შეზღუდვების მოხსნის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ გეგმა გვაქვს და ის საზოგადოებას პარასკევს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები