“უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს”
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაშია გაჟღერებული.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, საქართველო პანდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვა.
„კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს. პირველ ყოვლისა, ეს ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიებისა და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, საქართველო ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.