ბანკების ნაცვლად სააგენტო – აგროსესხებისთვის ფინანსური რესურსის მიმღები და გამცემი სახელმწიფო ხდება

აგროსესხებისთვის ფინანსური გამცემი სახელმწიფო ხდება. კომერციულ ბანკებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაანაცვლებს. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, სააგენტო უკვე გადის სერთიფიცირებას ევროსტრუქტურებში და მალე ფერმერებს საშუალება ექნებათ, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ.

“ახლა ეს სააგენტო გადის სერტიფიცირებას ევროპულ სტრუქტურებში და თვითონ იქნება რესურსის მიმღები და გამცემი, რაც, რეალურად, გამორიცხავს არამწარმოებლურ ხარჯებს. უფრო მეტი ფული მივა ფერმერამდე და უფრო რეალური შედეგები გვექნება. საპროცენტო განაკვეთი უკვე სახელმწიფოსთვის სარგებელი იქნება იმიტომ, რომ ბანკში ჩადგომა ფულს გვიძვირებს“, – განაცხადა გელა ხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები