მესტიაში თანამშრომლის მიერ მოკლული სასაზღვრო პოლიციელის ცხედარი პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს

მესტიაში თანამშრომლის მიერ მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა დამნაშავის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯაა.
მეზობლების ინფორმაციით, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს და ოჯახისთვის უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მოტივი.

ცნობისთვის, მესტიის რაიონის სოფელ მულახში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, პოლიციელს ორი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და, მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები