Facebook-მა საკარანტინო ზომების საწინააღმდეგო პოსტების წაშლა დაიწყო
Facebook-ში ყველა იმ პუბლიკაცია წაიშლება, რომელიც საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებას გულისხმობს, რადგან ისინი კარანტინის პირობებს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ Facebook-ის პრესმდივანმა, ენდი სტოუნმა განაცხადა.
მისი განმარტებით წაშლილი პოსტები ეძღვნებოდა აქციებს კალიფორნიაში, ნიუ ჯერსისა და ნებრასკაში. პოსტების წაშლა შტატების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა.
“მასალები, რომლებიც სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით მთავრობების ქმედებას ეწინააღმდეგება, ჩვენთან დაუშვებელია”, – განაცხადა სტოუნმა.
აშშ-ში კარანტინის საწინააღმდეგო აქციების ტალღა გასულ კვირას დაიწყო.
აქციის მონაწილეები შტატების გუბერნატორებისგან საკარანტინო ზომების შესუსტებასა და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ, რასაც მხარს ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერს.