კალიფორნიაში კარანტინის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში კარანტინის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გუბერნატორის მოწოდება უგულებელყვეს სოციალური დისტანცირების შესახებ.

ასობით დემონსტრანტი კაპიტოლიუმის შენობასთან შეიკრიბ, და გუბერნატორ გეივინ ნიუსომისგან შემზღუდავი ზომების შესუსტება მოითხოვა.

საკრამენტოში კაპიტოლიუმის შენობასთან სულ მცირე 100 ავტომობილის საყვირის ხმა ისმოდა მაშინ, როდესაც სულ მცირე 200 დემონსტრანტს ხელში პლაკატები ეკავათ. მათი უმრავლესობა სამედიცინო ნიღბებისა და სოციალური დისტანციის გარეშე იყო, რითაც რეკომენდაციების იგნორირებას ახდენდნენ.

ასევე, ორი ათასამდე ადამიანი პენსილვანიის შტატის ქალაქ გარისბერგშიც შეიკრიბა. ხალხი ყვიროდა და შეზღუდვებს დასცინოდა.

ანალოგიური შინაარსის აქციები ოჰაიოსა და მიჩიგანში დაიწყო, მათ მიბაძეს პენსილვანიაში, ვირჯინიაში, მინესოტასა და ტეხასში. ქუჩის გამოსვლებს მხარი ქვეყნის პრეზიდენტმა დაუჭირა და თქვა, რომ ქუჩაში “დიდი ამერიკელები” გავიდნენ, “შესანიშნავი ადამიანები არიან. მათ საკუთარი ცხოვრების დაბრუნება უნდათ. ცხოვრება წაართვეს. ამ ხალხს ჩვენი ქვეყანა უყვარს, სამსახურში დაბრუნება უნდათ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები