საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი. ცნობისთვის, 408 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.