ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა
ბოლნისში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.
„გუშინ გადაგზავნილი 23 პაციენტის ტესტის პასუხები დღეს მოვიდა და მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა COVID-19. კონტაქტები მოძიებული გვაქვს და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები”, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.