ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ყველა ტაძარში სააღდგომო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ლიტურგია წუხელ მრევლის გარეშე ჩატარდა. სააღდგომო ლიტურგია ეპარქიაში შემავალ ტაძრებში დღეს დილით 7 საათზე დაიწყო.
ღვთისმსახურების დროს მკაცრად იყო დაცული მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები. მრევლი დისტანციას იცავდა, რასაც სტიქაროსნები სამართალდამცველებთან ერთად აკონტროლებდნენ. ზიარებისას ტაძრებში ერთჯერადი ჭიქები გამოიყენეს. გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრიმ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წინამძღოლმა, უწმინდესთან შეთანხმებით მიიღო.