მეუფე გრიგოლი: მაღალმა და მოწყალე ღმერთმა გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად (ვიდეო)

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ აღავლინა.

“ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ყველას ვინც არის სახლში, ვინც არის მონასტერში, ვინც არის საავადმყოფოში და ვინც არის უცხოეთში მყოფი, ყველასთვის აღდგა ქრისტე. მაღალმა და მოწყალე ღმერთმა გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა, ვირუსისა, ურთიერთმტრობისა და შეგვიწყალოს ჩვენ. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად”- წირვის შემდგომ ასე მიულოცა მეუფე გრიგოლმა აღდგომის დღესასწაული მრევლს.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მარტვილის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

წირვას 15-მდე მრევლი ესწრებოდა. მრევლს შორის დისტანციას პოლიცია და სტიქაროსნები აკონტროლებდნენ.

ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის მკაცრი რეჟიმის გამო, მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდა და დილის 06:00 საათამდე დარჩა.

აღსანიშანვია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ეპარქიების კუთვნილ ყველა ტაძარში სააღდგომო წირვა დილის 07: 00 საათიდან დაიწყო, რათა მრევლს დაუბრკოლებლად შეძლებოდა ტაძრებში მისვლა და ზიარება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები