ახალციხის ამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს (ვიდეო)
ახალციხეში, ამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ტრადიციისამებრ, 23:00 სთ-ზე დაიწყო. ეკლესიაში მისული მრევლი უსაფრთხოების წესებს სრულად იცავს. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ამაღლების ტაძრის ხელმძღვანელი, დეკანოზი, ნიკოლოზ აბრამაშვილი აღავლენს. მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივიდა და დილის 6 საათამდე დარჩება. ისინი ოჯახში იმ დროს დაბრუნდებიან, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებას სამართალდამცველების რამდენიმე ბრიგადა აკონტროლებს.