გორის ღვთისმშობლის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მთავარი შესასვლელი ზუსტად 21;00 საათზე დაიკეტა. ტაძრის დატოვების უფლება მრევლს მხოლოდ 06;00 საათზე ექნება, აღნიშნულის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიაში რამდენიმე დღის წინაც განაცხადეს.
საკათედრო ტაძარში და ეზოში შეკრებილი მრევლს შორის დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვას სასულიერო პირები და სტიქაროსნები, ტაძრის გარეთ კი სამართალდამცავები უზრუნველყოფდნენ. რაც შეეხება წმინდა ცეცხლს,  გორისა და ატენის ეპარქიის განცხადებით, წმინდა ცეცხლს გორში დღეს არ ჩააბრძანებენ, მრევლს ცეცხლის სახლში წაღების უფლება ხვალ დილით ექნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები