აჭარაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში ცოტახნის წინ განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ე.წ ქობულეთის კლასტერიდანაა. 70 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 8 აპრილს გადაიყვანეს. იგი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აჭარაში კორონავირუსზე 37 პირი მკურნალობს. ამ დრომდე კრიტიკული რჩება 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.