ბოლნისში 9 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
ბოლნისში ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია. ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას ” ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 30 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა. 30 პაციენტიდან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. 28 კი უარყოფითია.
ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით ჯამში 52 ადამიანია დაინფიცირებული.