ზუგდიდის მერიამ სოციალურად მოწყვლად 3110 ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათები მოუმზადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სოციალურად მოწყვლად 3110 ოჯახს საქველმოქმედო დახმარების, 550 ბენეფიციარს კი სააღდგომო სასურსათო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასურსათო კალათები მოუმზადა.
საკვები პროდუქტი ასევე ზუგდიდის საბავშვო ბაღების 4280 აღსაზრდელს გადაეცა. სურსათის გადაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად ესწრებოდა.