5,031 გარდაცვალების შემთხვევა და 80,868 ინფიცირებული – ვითარება ირანში

ირანში, კოროვირუსით ინფიცირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5,031 ადამიანი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი ქიანუშ ჯაჰანპური ავრცელებს.

მისი თქმით, ირანში გასული დღის განმავლობაში Covid-19-ით 73 ადამიანი დაიღუპა.

ჯაჰანპურმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გასული დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1,374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულია 80,868 პირი, აქედან 3,531 მძიმე მდგომარეობაშია.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვირუსისგან 55 987 ადამიანი განიკურნა.

ირანში, კორონავირუსის 330 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები