სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული საგანგებო მიმართვას ავრცელებს

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ კიდევ უფრო რთულ ფაზაში შევდივართ. რეგიონში უკვე დაფიქსირდა კოვიდ-19-ის შემთხვევა. ყველა შესაფერისი სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ მოვახერხოთ ინფექციის თავიდან არიდება. გთხოვთ, დარჩით სახლში. მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო დღე მოდის, თავი შეიკავეთ რელიგიური ტრადიციების ჩატარებისგან. თავი შეიკავეთ ერთმანეთთან კავშირისგან, რამეთუ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოციალური დისტანციაა”, – ამბობს გუბერნატორი მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები