ბოლნისის სიონის ტაძარში კორონავირუსი მღვდელს დაუდასტურდა
“ბოლნისში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ბოლნისის სიონის მოძღვარია”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილი განაცხადა.
მისი თქმით, მრევლს მოძღვართან შეხება არ ჰქონია.
“ბოლო 24 საათში 19 დაინფიცირებულ პაციენტთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის სიონის ეკლესიის მღვდელია. ტაძარში წირვა მრევლის გარეშე აღევლინება, შესაბამისად, მრევლს ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტი არ ჰქონია”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა.