„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – ონლაინჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – ონლაინჩვენება გაიმართება.
რეჟისორი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შერჩევას. ფილმში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ფიქრობს, რომ თავისი რეალური ისტორიით, ყოფით თუ მიზნებით შეძლებს, გახდეს კინოგმირი.
ამ განცხადებას ქვეყნის მასშტაბით უამრავი ახალგაზრდა ეხმიანება – მძაფრი, სევდიანი თუ ღიმილიანი ამბებით, რომლებიც ამავდროულად დროის კატაკლიზმებშია გადახლართული.
ფილმი იმაზე, თუ რა ლამაზი ან რთული შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც გმირობაზე ოცნებობ;
ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც თინათინ გურჩიანმა მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.
„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” ნაჩვენები იყო მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 150-ზე მეტ კინოფესტივალზე (მათ შორისაა IDFA, Hot Docs, Leipzig FF,
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, Visions Du Reel, MoMA Fortnight, Open City Docs London, It’s All True Brazil, Sofia IFF). ფილმი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმის ბმული გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე, 17 აპრილს, 19:00 საათზე და ხელმისაწვდომი იქნება აპრილის ბოლომდე.
https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/?eid=ARCCqeLtj5Qs76c2t0bdqmvmUDIxyhV9TBCi8FBUURpoPoPuXfbBfgoogRKdcq7Q5BbTptLDkd7Dzqv1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები