ედიშერ გვენეტაძე: ე.წ. პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე “აგვარებდნენ” პრობლემებს
„ე.წ. პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე „აგვარებდნენ” პრობლემებს”, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პროფესორი აზუსტებს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთგულია იმ ღირებულებებისა, რის გამოც ის ხალხმა აირჩია.
„ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ამ დღეებში, შეიძლება, შეფასდეს იმად, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ისეთი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვითა და დახვეწილი დიპლომატიით. მან შეძლო „ოქროს შუალედის” მოძებნა ეკლესიასა და მორწმუნეებთან ისე, რომ არ დააზიანა არც ქვეყნის, არც საკუთარი და არც მრევლის ინტერესები. და ეს გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ჩასაფრებული იყვნენ და არიან ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე „აგვარებდნენ” პრობლემებს.
ამ “ვნების კვირაში” საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა დემოკრატიულ სამყაროს, რომ ის ერთგულია იმ ღირებულებებისა, რის გამოც ის ხალხმა აირჩია”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.