ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათე კალათები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა.
სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ.
პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები – გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია უწევენ.
სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები და მოხალისეები სახლებში მიუტანენ.