ლანჩხუთის მერიამ 105 ოჯახს სურსათი გადასცა
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 105 მრავალშვილიან ოჯახს პირადი სახსრებით საკვები პროდუქტები შეუძინა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობის გამოჩენა და, თანამშრომლებთან ერთად, გადავწყვიტეთ, პირადი სახსრებით დავხმარებოდით მრავალშვილიან ოჯახებს, რადგან მათ დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება ჩვენგან დახმარება. ასევე, ვუერთდებით მმართველი გუნდის ინიციატივას და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ჩვენი ხელფასის ერთ მესამედს შემდეგი 3 თვის განმავლობაში”, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.