საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 77 მოქალაქე.​
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები