მოქალაქეებმა შესაძლოა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 საშუალებით, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღონ

“განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც” , – ამის შესახებ ინფორამციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ამ ეტაპზე კი ცხელი ხაზი იღებს მხოლოდ სატელეფონო ზარებს.

„კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა მუშაობს პანდემიასთან გამკლავებისთვის საჭირო სწორი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებულია მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

„ამასთან, განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა 144-ის მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც. ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები