ლენტეხის ცხელების ცენტრში გადაყვანილ ცაგერელ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
26 წლამდე მამაკაცი, რომელიც დილით ცაგერიდან ლენტეხის ცენტრში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ რეგიონულ კვირას“ცაგერის ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტემპერატურის ცვლილებები აღენიშნებოდა დასამსახურეობრივი შეხება ჰქონდა ლენტეხში დაინფიცირებულ მამაკაცთან, დილით ლენტეხის ცენტრში მოათავსეს, გაიგზავნა ანალიზები და ანამნეზი. ამ წუთებში, ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.