ყაზბეგის მერია ბიზნეს სექტორთან ერთად სასურსათო პაკეტს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 800-მდე ოჯახს გადასცემს

ყაზბეგის მერია ბიზნეს სექტორთან ერთად სასურსათო პაკეტს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 800-მდე ოჯახს გადასცემს. კერძოდ, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებსა და ოჯახებს რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სურსათის მიღებისა და დახარისხების პროცესში მოხალისეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები თამაზ ალიბეგაშვილი და დავით ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე, საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე, მერიის თანამშრომლები, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი, ა(ა)იპ დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსის დირექტორი.
მოხალისეები და “covid -19”-ის პრევენციის მიმართულებით აქტიურად ჩართული პირები დღეს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იეგუდიელმა დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები