“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 9 საზღვრისპირა ადმინისტრაციულ ერთეულს, საჩუქრად სურსათის ჩანთები გადაეცა. სურსათის ჩანთებზე განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივიდან” აცნობეს.
მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით უსასყიდლოდ მოხდება.
“კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით – განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას” ევროკავშირი (EU) აფინანსებს,ხოლო თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.