ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება.

ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გამონაკლისის სახით, სასაფლაოს გახსნა მოხდება მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის მიზნით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და თქვენი უსაფრთხოების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება. გამონაკლისის სახით, სასაფლაოს გახსნა მოხდება მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის მიზნით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები