ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს (ფოტო, ვიდეო)

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას და, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ვეტერანთა დასახმარებლად აქციებს არ წყვეტს.

როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, თანადგომის მორიგი აქცია კვლავ ჩატარდა, ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები